პერფორმანსის მთავარი ქავერი
გახსოვდეს, მეტოქე ყოველთვის მოედანზე არ დგას. ზოგჯერ ყველაზე ძლიერი მეტოქე სწორედ შენს გონებაშია. და ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავში ხდება.

პერფორმანსი ეხმარება სპორტსმენებს თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენაში.

  • სტრესის მართვა
  • ემოციების რეგულაცია
  • ფოკუსი და კონცენტრაცია
  • თვითრწმენა
  • წნეხთან გამკლავება
  • შინაგანი მოტივაცია

ჩვენს შესახებ

რა არის პერფორმანსი?

პერფორმანსი არის მენტალური წვრთნისა და სპორტის ფსიქოლოგიის აკადემია, რომელიც შექმნილია სპორტსმენებისთვის, სპორტული აკადემიებისთვის, მწვრთნელებისთვისა და მშობლებისთვის.

ჩვენი მიზანი!

ჩვენ გვჯერა, რომ სპორტში შედეგს მხოლოდ ფიზიკური მზადყოფნა არ განსაზღვრავს. ხშირად გადამწყვეტია, როგორ მართავს სპორტსმენი ფიქრებს, ემოციებს, წნეხს, მღელვარებასა და შეცდომის შიშს.

რატომ პერფორმანსი?

პერფორმანსი ეხმარება სპორტსმენებს განივითარონ მენტალური სიმტკიცე, თავდაჯერება, კონცენტრაცია და შინაგანი სტაბილურობა, რათა გადამწყვეტ მომენტებში საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ.

პერფორმანს აკადემია გთავაზობთ:

ინდივიდუალური სესიები

პერსონალური შეხვედრები სპორტსმენისთვის, სადაც ვმუშაობთ კონკრეტულ სირთულეებზე — მღელვარებაზე, სტრესზე, თავდაჯერებულობაზე, ფოკუსზე, შეცდომის შიშსა და ემოციების მართვაზე.

ინდივიდუალური მენტალური პროგრამები

სპორტსმენზე მორგებული მენტალური განვითარების პროგრამა, რომელიც აერთიანებს ინდივიდუალურ სესიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და მიზანმიმართულ მუშაობას კონკრეტული შედეგის მისაღწევად.

მენტალური წვრთნის პროგრამები

ჯგუფური ტრენინგები და ვორქშოფები სპორტსმენებისთვის, სადაც მონაწილეები სწავლობენ სტრესის მართვას, კონცენტრაციის გაუმჯობესებას, შინაგანი დიალოგის კონტროლს და შეჯიბრისთვის მენტალურ მომზადებას.

სპორტის აკადემიებზე მორგებული ტრენინგები

აკადემიებისა და სპორტული გუნდებისთვის შექმნილი ტრენინგები, რომლებიც ეხმარება სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და მშობლებს მენტალური უნარების განვითარებაში და ჯანსაღი სპორტული გარემოს შექმნაში.

ვისთვის არის პერფორმანსი?

სპორტსმენებისთვის

მათთვის, ვისაც სურს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა, უკეთ მართოს წნეხი და რთულ მომენტებში არ დაკარგოს თავდაჯერება. პროგრამა სპორტსმენებს ეხმარება ემოციების მართვაში, ყურადღების კონცენტრაციაში, მოტივაციის შენარჩუნებასა და მარცხის სწორად გააზრებაში. შედეგად, სპორტსმენი უფრო თავდაჯერებული, დისციპლინირებული და ფსიქოლოგიურად მდგრადი ხდება როგორც ვარჯიშის, ისე შეჯიბრების დროს.

მწვრთნელებისთვის

მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიგოს სპორტსმენის ფსიქოლოგიური საჭიროებები, გააძლიეროს კომუნიკაცია და შექმნას ჯანსაღი გუნდური გარემო. პროგრამა მწვრთნელებს ეხმარება, სწორად მართონ სპორტსმენთა მოტივაცია, ემოციური რეაქციები, წნეხი და კონფლიქტური სიტუაციები. შედეგად, მწვრთნელი შეძლებს თითოეულ სპორტსმენთან უფრო ეფექტური მიდგომის შერჩევას და გუნდის შესაძლებლობების უკეთ გამოვლენას.

მშობლებისთვის

მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ იყოს სპორტსმენი შვილისთვის ძლიერი და მხარდამჭერი საყრდენი — განსაკუთრებით მარცხის, მოტივაციის დაქვეითების ან რთული პერიოდების დროს. პროგრამა მშობლებს ეხმარება სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში, მოლოდინებისა და ემოციების მართვაში. შედეგად, მშობელი ხელს შეუწყობს შვილის თავდაჯერებას, ფსიქოლოგიურ მდგრადობასა და სპორტის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების განვითარებას.

სპორტული აკადემიებისთვის

მათთვის, ვისაც სურს მენტალური მომზადება სპორტსმენების განვითარების განუყოფელ ნაწილად აქციოს. პროგრამა ეხმარება აკადემიას აღზარდოს თავდაჯერებული, დისციპლინირებული და შედეგზე ორიენტირებული სპორტსმენები, გააუმჯობესოს გუნდური კომუნიკაცია და შექმნას ფსიქოლოგიურად ჯანსაღი, მხარდამჭერი გარემო. შედეგად, აკადემია აძლიერებს სპორტულ შედეგებს, პროფესიულ რეპუტაციასა და კონკურენტულ უპირატესობას.

დაჯავშნე ვიზიტი ფსიქოლოგთან

მარიამ სახოკია

თვითშეფასება, პირადი ურთიერთობების სირთულეები, მოტივაცია, კვებითი დარღვევები, პიროვნული ზრდა და განვითარება, შფოთვა და პანიკური შეტევები, შიშები და ფობიები, დეპრესია, ტრავმა და პოსტ ტრავმული აშლილობა.

ასაკი +16 ონლაინ სესიები
საბა ეფრემიძე

თავდაჯერება, ემოციების მართვა, Flow-ში შესვლა, შეცდომის დაშვების შიში, თამაშამდე მომზადება, სტრესის მართვა, მიზნების დასახვა, ვიზუალიზაცია, სუნთქვითი ვარჯიშები, საკუთარ თავთან ლაპარაკი, მედიტაცია

ასაკი +7 ონლაინ/ფიზიკური სესიები

თუ გრძნობ რომ მეტი რესურსი გაქვს ვიდრე ახლა ავლენ

პერფორმანსი შენთვის არის, თუ გინდა საკუთარი გონება აქციო შენს უპირატესობად. დაგვიკავშირდი და ერთად შევქმნათ შენი მენტალური გაძლიერების გზა.

თუ ხარ მწვრთნელი ან გაქვს სპორტული აკადემია და გინდა პირადად მორგებული პროგრამა შენი გუნდისთვის, გთავაზობთ ინდივიდუალურ კონსულტაციას და თქვენზე მორგებულ ტრენინგებს.