მენტალური წვრთნის პროგრამა
სპორტული აკადემიებისთვის

ძლიერი სპორტული აკადემია ავითარებს არა მხოლოდ სხეულს, არამედ გონებასაც — რადგან დიდი გამარჯვებები მენტალური სიმტკიცით იწყება.

თანამშრომლობის დაწყება

ჩვენი ხედვა

ჩვენ გვჯერა, რომ სპორტული წარმატება მხოლოდ ფიზიკურ შესაძლებლობებზე არ არის დამოკიდებული. სპორტსმენის შედეგს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის, თუ როგორ მართავს საკუთარ ემოციებს, რამდენად ინარჩუნებს კონცენტრაციას წნეხის ქვეშ და როგორ უმკლავდება შეცდომას, მარცხსა თუ კრიტიკას.

ჩვენი ხედვაა, სპორტულ აკადემიებში მენტალური წვრთნა ჩამოყალიბდეს სისტემურ და უწყვეტ პროცესად, რომელიც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ძლიერი სპორტსმენების, არამედ ფსიქოლოგიურად მდგრადი, თავდაჯერებული და პასუხისმგებლიანი ადამიანების განვითარებას.

პროგრამას უძღვება ორი სპეციალისტი

სპორტის ფსიქოლოგი

სპორტული შედეგები, მოტივაცია და შეჯიბრებისთვის ფსიქოლოგიური მომზადება.

ფსიქოთერაპევტი

ემოციების მართვა, თვითშეფასება, ურთიერთობები და ფსიქოლოგიური მდგრადობა.

პროგრამის დონეები

I დონე

5 000 ლარი1 თვე · 6 შეხვედრა
პროგრამის დეტალები +

ძირითადი თემები

  • სპორტული აზროვნება და ფსიქოლოგიის როლი სპორტში
  • თვითშეფასება, თავდაჯერებულობა, მოტივაცია და დისციპლინა
  • ემოციების მართვა ვარჯიშისა და შეჯიბრების დროს
  • პოზიტიური შინაგანი დიალოგი და შეცდომებთან გამკლავება
  • პერსონალური მენტალური გეგმის შედგენა

პაკეტში შედის

  • 6 ჯგუფური შეხვედრა და პრაქტიკული სავარჯიშოები
  • საწყისი და საბოლოო თვითშეფასების კითხვარი — საწყისი და საბოლოო შეფასება
  • აკადემიისთვის შემაჯამებელი ზოგადი ანგარიში და რეკომენდაციები
  • თამაშზე დასწრება

II დონე

7 000 ლარი1 თვე · 10 შეხვედრა
პროგრამის დეტალები +

ძირითადი თემები

  • თვითშეფასება
  • მოტივაცია, მიზნების განსაზღვრა და შეჯიბრებამდე შფოთვის მართვა
  • კონცენტრაცია თამაშზე
  • შეცდომის, მარცხისა და კრიტიკის გადამუშავება
  • შინაგანი დიალოგი, მენტალური დაბრკოლებების დაძლევა და ემოციური რეგულაცია
  • გუნდური კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვა და პირადი რუტინა

პაკეტში შედის

  • 8 ჯგუფური შეხვედრა და პრაქტიკული დავალებები
  • საწყისი და საბოლოო შეფასება
  • ორი სემინარი მწვრთნელებისთვის
  • აკადემიისთვის რეკომენდაციები და შემაჯამებელი ანგარიში
  • თამაშზე დასწრება

III დონე

12 000 ლარი2 თვე · 15 შეხვედრა
პროგრამის დეტალები +

სპორტსმენებთან მუშაობა

  • მენტალური პროფილი, თვითშეფასება და სპორტული იდენტობა
  • მიზნები, მოტივაცია, დისციპლინა და შეჯიბრებითი სტრესი
  • კონცენტრაცია, წნეხის ქვეშ გადაწყვეტილების მიღება და მენტალური ვიზუალიზაცია
  • მარცხის, ტრავმისა და თამაშში დაბრუნების ფსიქოლოგია
  • ემოციების რეგულაცია, ლიდერობა და გუნდური კომუნიკაცია

მწვრთნელებთან და მშობლებთან მუშაობა

  • ეფექტური კომუნიკაცია და უსაფრთხო გარემოს შექმნა
  • მოტივაცია ზეწოლის გარეშე და უკუკავშირის სწორად მიწოდება
  • შვილის მხარდაჭერა, საზღვრები და შედეგებზე ჯანსაღი რეაქცია

პაკეტში შედის

  • 10 ჯგუფური შეხვედრა სპორტსმენებისთვის
  • 4 სემინარი მწვრთნელებისთვის
  • 1 სემინარი მშობლებისთვის
  • საწყისი და საბოლოო შეფასება
  • შემაჯამებელი ანგარიში და სამომავლო რეკომენდაციები
  • ვარჯიშზე და თამაშზე დასწრება
  • ყოველკვირეული შეფასებები

შედეგი, რომელსაც გუნდი იგრძნობს

  • ფსიქოლოგიურად ძლიერი და თავდაჯერებული სპორტსმენები
  • შეჯიბრებითი სტრესისა და წნეხის უკეთ მართვა
  • გაუმჯობესებული მოტივაცია, დისციპლინა და კონცენტრაცია
  • მარცხისა და შეცდომებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება
  • უკეთესი გუნდური კომუნიკაცია და ნაკლები კონფლიქტი
  • მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შორის ეფექტური თანამშრომლობა
  • მშობლების ჯანსაღი ჩართულობა სპორტსმენის განვითარებაში
  • აკადემიაში უსაფრთხო და შედეგზე ორიენტირებული გარემო
  • სპორტული შედეგების გაუმჯობესებისთვის მყარი მენტალური საფუძველი
  • აკადემიის რეპუტაციისა და კონკურენტული უპირატესობის გაძლიერება

დაგვიკავშირდით

ჩავნიშნავთ უფასო შეხვედრას, სადაც გავეცნობით თქვენი აკადემიის საჭიროებებს, ღირებულებებსა და მისიას. შემდეგ კი შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ პროგრამას.

დაგვიკავშირდით